2025 წლის მარტიდან Horizon Europe-ს საქართველოს ეროვნული ოფისი სამეცნიერო გრანტების
შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.
პირველ შეხვედრაზე განხილულ იქნა ის საგრანტო
კონკურსები, რომლებიც მე-5 კლასტერს ეხება: კლიმატის ცვლილება, ინტერსექტორული გადაწყვეტილებები
და კლიმატთან დაკავშირებული უახლესი მიდგომები, მდგრადი და უსაფრთხო ენერგომომარაგება,
კლიმატთან დაკავშირებული ტექნოლოგიური სიახლეები, ბიომრავალფეროვნების გაძლიერება,
წყლის მართვის ინოვაციური მიდგომები და სხვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ Horizon
Europe-ს საქართველოს წარმომადგენლობის სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფისის კოორდინატორს, ასისტენტ-პროფესორ ვიკა ქარდავას (ელექტრონული
ფოსტა: vika-kardava@sou.edu.ge ; ტელ.:
597 07 35 35).