2024-2025 სასწავლო
წლის გაზაფხულის სემესტრში დაიწყო ჟან მონეს მოდულით გათვალისწინებული „კორპორაციული
სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში“ ახალი სასწავლო კურსის სწავლება ბაკალავრიატის
სტუდენტებისთვის (50 სააუდიტორიო/საკონტაქტო საათი, მ.შ. 30 სთ ლექცია, 15 სთ სემინარი,
2 სთ შუალედური გამოცდა, 3 სთ ფინალური გამოცდა). კურსი სავალდებულოა ბიზნესის ადმინისტრირების
პროგრამის სტუდენტებისთვის და არჩევითია სხვა ნებისმიერი პროგრამის სტუდენტებისათვის.
ლექციებს აღნიშნული პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტის პროფესორი ლარისა თაკალანძე
კითხულობს. სემინარებზე მოწვეულია დოქტორანტი თეონა ყაჭეიშვილი. სასწავლო კურსზე დარეგისტრირდა 150 სტუდენტი უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა,
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სამართლისა და დიპლომატიის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა,
მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციისა და ფაკულტეტებიდან სტუდენტთა მთლიანი რაოდენობა დაიყო 2 სალექციო და
5 სასემინარო ჯგუფად. სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს: ევროკავშირში კორპორაციული
სოციალური პასუხისმგებლობის (კსპ) არსი, ფორმები, ძირითადი ტენდენციები და პრობლემები;
კსპ-ს ევროკავშირის პოლიტიკა; ჩამოუყალიბოს მათ შედარებითი ანალიზისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი,
რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას.