სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023
წლის 5 ივნისს გაიხსნა საზაფხულო სკოლა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობათა კონტექსტში" ჟან მონეს მოდულის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ERASMUS+
პროგრამის მიერ (101083295-CSREU-ERASMUS-JMO-2022-
საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავდა სტუდენტთა ცნობიერების გაზრდას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, ამ სფეროში ევროკავშირის გამოცდილების შესახებ, ცოდნის ამაღლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თანამედროვე ტენდენციები
და მოსალოდნელ შედეგები, ევროკავშირის ინსტრუმენტები მდგრადი განვითარებისთვის; გარემოსდაცვითი სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში, სოციალური მეწარმეობა და სხვ.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები; იგი მულტიდისციპლინარულია - თემატიკა თანაბრად მნიშვნელოვანი და აქტუალურია განსხვავებული პროგრამის სტუდენტებისთვის. მონაწილეებისთვის მოწვეული იქნა როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორები და დარგის აღიარებული ლიდერები (პროგრამა). საზაფხულო სკოლისთვის შეირჩა 150 მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი; შერჩევისას უპირატესობა მიენიჭა იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს და სხვადასხვა ღონისძიებაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით აქტიურად ჩართულ სტუდენტებს.
საზაფხულო სკოლა 2023, რომელიც მოიცავდა
34 სალექციო საათს (მ.შ.
8 სთ. ონლაინ და
26 სთ. ადგილზე დასწრებით),
8 დღის მანძილზე გაგრძელდა და
2023 წლის
14 ივნისს დაიხურა.
საზაფხულო სკოლის მუშაობაში მონაწილეობდა 125 საბაკალავრო (მონაწილეთა 83,3%) და
25 (მონაწილეთა 16,7%) სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი; მათ შორის 90 სტუდენტი (მონაწილეთა
60%) ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა, 21 სტუდენტი (მონაწილეთა
14%) - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, 16 სტუდენტი
(მონაწილეთა 10,7%) - სამართლისა და დიპლომატიის, 8 სტუდენტი (მონაწილეთა 5,3%) - განათლების მეცნიერებათა, 15 სტუდენტი (მონაწილეთა 10%) -
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტიდან;
მონაწილე სტუდენტთა მთლიანი რაოდენობის 25,3%
(38 სტუდენტი) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონეა.
სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის კოორდინატორი, პროფესორი ლარისა თაკალანძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის Horizon Europe სამეცნიერო კვლევების პროგრამების ოფისის ხელმძღვანელი, პროფესორი ზვიად მიმინოშვილი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის CSR ექსპერტი ლელა ხოფერია. ღონისძიების დახურვისას მონაწილე სტუდენტებმა თავიანთი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები გააჟღერეს.
იხ. პრეზენტაციები:
იხ. ვიდეო