სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლის 3 ივნისს გაიხსნა საზაფხულო სკოლა“კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობათა კონტექსტში” ჟან მონეს მოდულის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ERASMUS+ პროგრამის მიერ (101083295-CSREU-ERASMUS-JMO-2022-
საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავდა სტუდენტთა ცნობიერების გაზრდას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, ამ სფეროში ევროკავშირის გამოცდილების შესახებ, ცოდნის ამაღლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თანამედროვე ტენდენციები
და მოსალოდნელი შედეგები, ევროკავშირის ინსტრუმენტები მდგრადი განვითარებისთვის; გარემოსდაცვითი სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში, სოციალური მეწარმეობა და სხვ.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები; იგი მულტიდისციპლინარულია - თემატიკა თანაბრად მნიშვნელოვანი და აქტუალურია განსხვავებული პროგრამის სტუდენტებისთვის. მონაწილეებისთვის მოწვეული იქნა როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორები და დარგის აღიარებული ლიდერები (იხ. პროგრამა). საზაფხულო სკოლისთვის შეირჩა 150 მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი; შერჩევისას უპირატესობა მიენიჭა იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს და სხვადასხვა ღონისძიებებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით აქტიურად ჩართულ სტუდენტებს.
საზაფხულო სკოლა
2024, რომელიც მოიცავდა
34 სალექციო საათს (მ.შ.
8 სთ. ონლაინ და
26 სთ. ადგილზე დასწრებით),
7 დღის მანძილზე გაგრძელდა და
2024 წლის 11
ივნისს დაიხურა.
საზაფხულო სკოლის მუშაობაში მონაწილეობდა 129 საბაკალავრო (მონაწილეთა 86%) და 24 (მონაწილეთა 14%) სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი; მათ შორის 54 სტუდენტი (მონაწილეთა 36%) - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტიდან, 50 სტუდენტი (მონაწილეთა 33,3%)
ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა, 29 სტუდენტი (მონაწილეთა 19,3%)
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, 15 სტუდენტი (მონაწილეთა 10%) - განათლების მეცნიერებათა, 2 სტუდენტი - სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტიდან; მონაწილე სტუდენტთა მთლიანი რაოდენობის 21,3% (32 სტუდენტი) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონეა.
სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, პროექტის კოორდინატორი, პროფესორი ლარისა თაკალანძე, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ ლომთათიძე, ცნობილი მედიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ სულუხია. ღონისძიების დახურვისას მონაწილე სტუდენტებმა თავიანთი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები გააჟღერეს.
იხ. პრეზენტაციები:
იხ. ვიდეო