სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს 6-წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა!

2024 წლის 6 დეკემბერს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა დასკვნის (ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარეტერენს კლიფორდ-ამოსი, უმაღლესი განათლების საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი) საფუძველზე საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს 6-წლიანი ავტორიზაცია მიანიჭა, სტუდენტთა რაოდენობის გაზრდისა და მრავალი სხვა სამომავლო პერსპექტივით, რჩევებითა და კეთილი სურვილებით. 

სამშვიდობო სწავლებისა და კვლევების მისიასა და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული უნივერსიტეტი, რომლის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაცია, თავის საქმიანობას მიზნობრივად წარმართავს აფხაზეთში, სოხუმში დასაბრუნებლად. დაე, განვითარდეს ეს უნივერსიტეტი და მივცეთ მას შესაძლებლობა შეასრულონ ეს საპატიო მისია თავისი ქვეყნის ისტორიაში" - აღნიშნა ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარემ

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე გულწრფელ მადლობას უხდის უმაღლესი განათლების საერთაშორისო ექსპერტს ბატონ ტერენს კლიფორდ-ამოსს, კვალიფიციურ ექსპერტთა ჯგუფს და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თითოეულ წევრს ერთსულოვანი გადაწყვეტილებისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სწორი შეფასებისთვის.

ვულოცავთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ, ადმინისტრაციულ და მოწვეულ პერსონალს, ვულოცავთ უნივერსიტეტის ყველა გულშემატკივარს ჩვენი პატარა ოჯახისსოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორიგ გამარჯვებას.

ფოტო გალერეა