სიახლეები

„უნივერსიტეტის ახალი მისია და საქართველოს ევროპული პერსპექტივა“ - შეხვედრა რექტორთან

2023 წლის 2 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის დაფინანსებული ჟან მონეს მოდულის აქტივობებში ჩართული სტუდენტების წინაშე მოხსენებით უნივერსიტეტის ახალი მისია და საქართველოს ევროპული პერსპექტივა წარსდგა  რექტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე.  რექტორმა ისაუბრა უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, უნივერსიტეტის ახალ მისიაზე და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე მშვიდობის მშენებლობის პროცესში; რექტორმა თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა იმ პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენის აუცილებლობას, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციითაა განპირობებული. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში - მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა. დასასრულს, ჟან მონეს მოდულის კოორდინატორმა, ლარისა თაკალანძემ და სტუდენტებმა გულითადი მადლობა გადაუხადეს ბატონ ზურაბს საინტერესო ლექციისა და სამშვიდობო განათლების სფეროში მდიდარი გამოცდილების გაზიარებისთვის.

ფოტო გალერეა