აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა საყურადღებოდ!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მიღებული წერილის (MES 5 22 0000875367) თანახმად, გაცნობებთ, რომ:



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაბამისი კომპეტენციის უწყებებთან კონსულტაციის საფუძველზე, 2022-2023 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი სრულად განხორციელდება COVID-19 პანდემიამდე მოქმედ ჩვეულ რეჟიმში.


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან

თანამშრომლობას განსაკუთრებული გარემოებების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიმართულებით, რომლებიც მოგეწოდებათ საჭიროების შემთხვევაში.