სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების
შედეგებით საბაკალავრო
პროგრამების პირველ
კურსზე და ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლებამოპოვებული აბიტურიენტების რეგისტრაციის
ვადები:
1. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხვის მიზნით საბაკალავრო პროგრამების პირველ კურსზე და ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამაზე
სწავლის უფლებამოპოვებული
აბიტურიენტი ვალდებულია:
·
2022
წლის 5 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით გაიაროს
ადმინისტრაციული რეგისტრაცია, რაც გულისხმობს სწავლის სემესტრული საფასურის სრულად
გადახდას. აბიტურიენტს თანხის გადახდა შეუძლია ნებისმიერ ბანკში:
საბანკო რეკვიზიტები: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მიმღების ბანკი:
სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 7 0904 7289
·
წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პირადობის მოწმობა (ასლი);
2. წვევამდელის მოწმობა (ასლი) ვაჟებისათვის;
3. საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა (ნოტარიალურად დამოწმებული ატესტატის ასლი);
4. თანხის გადახდის ქვითარი (ასლი);
5. სამი ფოტოსურათი (3X4) ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.
დოკუმენტების მიღება
იწარმოებს ყოველდღე 1100 საათიდან 1700 საათამდე
(შაბათ–კვირის გარდა) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების
შესაბამის ფაკულტეტებზე (საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის
ფაკულტეტი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მისამართი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა №26; ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა
ფაკულტეტი, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი, განათლების მეცნიერებათა
ფაკულტეტი - მისამართი: ა.
პოლიტკოვსკაიას ქუჩა № 61).
2.
აბიტურიენტი, რომელიც დადგენილ ვადაში არ გაივლის
ადმინისტრაციულ რეგისტრაციას, კარგავს ეროვნული გამოცდებით მოპოვებულ სწავლის
უფლებას.
შენიშვნა:
აბიტურიენტები, რომლებიც
ელექტრონულად გაივლიან რეგისტრაციას, ვალდებულნი არიან 15 სექტემბრის ჩათვლით
წარმოადგინონ საშუალო
განათლების
დამადასტურებელი
მოწმობა
(ნოტარიალურად დამოწმებული ატესტატის ასლი).