სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მოკლევადიან (6-თვიან) პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ლაბორატორიის სამედიცინო ტექნიკური ასისტენტი“. პროგრამის მიზანია გადაამზადოს ბაკალავრები, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ლაბორატორიული მედიცინის კვალიფიციური კადრები, რომლებიც ეფექტურად დასაქმდებიან შრომის ბაზარზე.
პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართთან ერთად, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში, ასევე მედიცინის ბაკალავრის და ფარმაციის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, გასაუბრება.
პროგრამის ხანგრძლივობა - 24 კვირა
დარეგისტრირდით: https://vet.emis.ge/#/training-programs
პროგრამა დაფინანსებულია ა(ა)იპ-პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.
რეგისტრაციის ვადა: 2023 წლის 13 აპრილის ჩათვლით
გასაუბრებაზე წარმოსადგენ დოკუმენტებზე - დამატებით ინფორმაციას მიიღებთ-რეგისტრაციის შემდეგ.
გთხოვთ რეგისტრაციისას აუცილებლად მიუთითეთ მოქმედი ელ. ფოსტა.
საკონტაქტო ინფორმაცია: მარინა ფოჩხუა
ტელ:
599900444
ელ. ფოსტა: mpochkhua@gmail.com