საზაფხულო სკოლა 2023 „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში“ ჟან მონეს მოდულის ფარგლებში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წლის 5 ივნისს გაიხსნა საზაფხულო  სკოლა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობათა კონტექსტში" ჟან მონეს მოდულის ფარგლებშირომელიც მხარდაჭერილია ERASMUS+ პროგრამის მიერ  (101083295-CSREU-ERASMUS-JMO-2022-HEI-TCH-RSCH). საზაფხულო  სკოლის გახსნას  ესწრებოდნენ და მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო წერეთელი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნინო თოფურიძე, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ ლომთათიძე.  

საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავდა სტუდენტთა ცნობიერების გაზრდას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, ამ სფეროში ევროკავშირის გამოცდილების შესახებ, ცოდნის ამაღლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თანამედროვე ტენდენციები  და მოსალოდნელ შედეგები, ევროკავშირის ინსტრუმენტები მდგრადი განვითარებისთვის; გარემოსდაცვითი სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში, სოციალური მეწარმეობა და სხვ.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები; იგი მულტიდისციპლინარულია - თემატიკა თანაბრად მნიშვნელოვანი და აქტუალურია განსხვავებული პროგრამის სტუდენტებისთვის. მონაწილეებისთვის მოწვეული იქნა როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორები და დარგის აღიარებული ლიდერები (პროგრამა).  საზაფხულო სკოლისთვის შეირჩა 150 მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი; შერჩევისას უპირატესობა მიენიჭა იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს და სხვადასხვა ღონისძიებაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით აქტიურად ჩართულ სტუდენტებს

საზაფხულო  სკოლა 2023, რომელიც მოიცავდა 34 სალექციო საათს (.. 8 სთ. ონლაინ და 26 სთ. ადგილზე დასწრებით), 8 დღის მანძილზე გაგრძელდა და 2023 წლის 14 ივნისს დაიხურა.

საზაფხულო სკოლის მუშაობაში მონაწილეობდა 125 საბაკალავრო (მონაწილეთა 83,3%) და 25 (მონაწილეთა 16,7%) სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი; მათ შორის 90 სტუდენტი (მონაწილეთა 60%)  ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა, 21 სტუდენტი (მონაწილეთა 14%) - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, 16 სტუდენტი  (მონაწილეთა 10,7%) - სამართლისა და დიპლომატიის, 8 სტუდენტი (მონაწილეთა 5,3%) - განათლების მეცნიერებათა, 15 სტუდენტი (მონაწილეთა 10%) - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტიდანმონაწილე სტუდენტთა მთლიანი რაოდენობის 25,3% (38 სტუდენტი) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონეა.

სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის კოორდინატორი, პროფესორი ლარისა თაკალანძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი Horizon Europe სამეცნიერო კვლევების პროგრამების ოფისის ხელმძღვანელი, პროფესორი ზვიად მიმინოშვილი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი CSR ექსპერტი ლელა ხოფერია. ღონისძიების დახურვისას მონაწილე სტუდენტებმა თავიანთი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები გააჟღერეს

იხ. პრეზენტაციები:

პროფ. ლარისა თაკალანძე

პროფ. ჟანეტა სიმანავიჩაინე

პროფ. ნინა დიდენკო 1

პროფ. ნინა დიდენკო 2

პროფ. ეკატერინე ქარდავა

ექსპერტი ლელა ხოფერია

ექსპერტი ხათუნა ჩიკვილაძე 1

ექსპერტი ხათუნა ჩიკვილაძე 2

ექსპერტი გვანცა ფაცაცია

პროფ. ემირ ეთერია

ექსპერტი ხატია ბასილაშვილი


იხ. ვიდეო