ადამიანის უფლებათა დაცვის
საყოველთაო დეკლარაციის, გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის
კონვენციის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო
სამეცნიერო კონფერენცია
ჰოლოკოსტის, გენოციდის
დანაშაულის
დასჯისა და ადამიანის უფლებათა დაცვის
გამოწვევები
თბილისი 2023 წლის 11 -12 დეკემბერი
კონფერენციის
ორგანიზატორის მისამართი:
საქართველო,
თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #61
კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია ასევე ზუმის პლატფორმის მეშვეობით. მონაწილეებს
ბმული დამატებით ეცნობებათ.
კონფერენციის თემატიკა:
1.
გენოციდის დანაშაულის პრევენცია და დასჯა;
2. ადამიანის უფლებების დაცვა საერთაშორისო სამართალში და სახელმწიფოთა კანონმდებლობაში;
3. ჰოლოკისტის, გენოციდის და ადამიანის უფლებათა დაცვის ასპექტები.
ნაშრომის
წარმოდგენის პროცედურა:
ნაშრომი
წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფორმატით Microsoft Word-ის
დოკუმენტის სახით;
წარმოდგენილი
ნაშრომი უნდა შეიცავდეს ავტორის, სახელს, გვარს, ქვეყნის, უნივერსიტეტის
დასახელებას, სამეცნიერო წოდებას, სამეცნიერო ხარისხს, საკონტაქტო მონაცემებს
ელექტრონული ფოსტის მისამართს, ;
ნაშრომი უნდა შეესაბამებოდეს კონფერენციის
თემატიკას;
2023
წლის 3 დეკემბრამდე წარმოდგენილი უნდა იქნას ნაშრომის სათაური და ანოტაცია 120-150
სიტყვის მოცულობით ინგლისურ ენაზე (ქართულ ენაზე გამომსვლელი მომხსენებლის
ასევე ქართულ ენაზეც), მისამართზე: f.law@sou.edu.ge
ნაშრომის მოცულობა შეიძლება იყოს 6 - 14 გვერდი;
საკონფერენციო ნაშრომი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული;
საკონფერენციო
ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 დეკემბერი. ნაშრომის ელექტრონული
ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნეს მისამართზე: f.law@sou.edu.ge
ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ
იხილოთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე
ტექნიკური მოთხოვნები ნაშრომის მიმართ:
ანოტაცია და ნაშრომი უნდა
შესრულდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე Sylfaen-11 ფონტით, სქოლიო Sylfaen 9 -
ფონტით.უცხოელი მეცნიერები ანოტაციას და ნაშრომს მხოლოდ ინგლისურ ენაზე
წარმოადგენენ (ქართულ ენაზე მათ თარგმნას უზრუნველყოფს კონფერენციის საორგანიზაციო
ჯგუფი); მომხსენებლები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ანოტაციას
და ნაშრომს ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოადგენენ;
ანოტაციაში
და ნაშრომში სტრიქონებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 1,5;
აბზაცი
გამოიყოს Tab-კლავიშით;
ცხრილები
და დიაგრამები უნდა შესრულდეს JPEG ფორმატში, ანოტაციის და ნაშრომის ტექსტს
უნდა მიეცეს გვერდზე გასწორება, მინდვრები 2,0 მმ; 2,0 მმ; 2,0 მმ.;
ნაშრომში გამოყენებულ სქოლიოებში
წყაროების მითითება უნდა განხორციელდეს ორიგინალის ენაზე შემდეგი წესის დაცვით:
წიგნის გამოყენების შემთხვევაში
უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები ან რედაქტორი,
წიგნის დასახელება,
გამომცემლობა, ქალაქი, გამოცემის წელი, გვერდი;
სტატიის გამოყენების
შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები, სტატიის დასახელება, გამოცემის დასახელება, ნომერი, წელი და გვერდი;
ინტერნეტ მასალის შემთხვევაში
უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები, ინფორმაციის/სტატიის დასახელება
და ლინკი;
სამართლებრივი აქტის გამოყენების
შემთხვევაში უნდა მიეთითოს დასახელება და რეკვიზიტები;
სასამართლო პრაქტიკის
გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს სასამართლოს სახელწოდება,
გადაწყვეტილების მიღების თარიღი, საქმის დასახელება და ნომერი.
კონფერენციის თემატიკასთან
შეუსაბამობის შემთხვევაში წარმოდგენილი შრომები არ განიხილება;
წარმოდგენილი
ნაშრომები კონფერენციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება ინგლისურ და ქართულ
ენებზე.
კონფერენციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მოგვმართეთ f.law@sou.edu.ge