ინტელექტუალური თამაშების პირველი ტური

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და ადმინისტრაციის ინიციატივით, სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გაიმართა ინტელექტუალური თამაშების რა? სად? როდის? პირველი ტური. ტურნირის მიზანია ამ ტიპის თამაშების პოპულარიზაცია და რეგულარული ლიგის ორგანიზება. ჟიურის წევრები იყვნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მარინა ტურავა და და სტუდენტი მიშა დარჩია, წამყვანი ცოტნე ჟვანია, თამაშების იდეის ავტორი და ორგანიზატორია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი საბა ჟღენტი. პირველ თამაშში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფაკულტეტის 12-მა გუნდმა, თითოეულში თამაშობდა 6 სტუდენტი. პირველ ადგილზე გავიდა გუნდი west side, მეორე ადგილზე - თემიდა, მესამე ადგილი გაინაწილეს გუნდებმა: ავი მუსაიფ და ახალ თაობა. ზამთრის სერიაში გაიმართება კიდევ ერთი თამაში, 12 გუნდიდან საუკეთესო 6 გადავა გაზაფხულის საფინალო სერიაში.