2024 წლის 25 აპრილს, 14:00 საათზე სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ბექა ფაცაცია ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის შეფასების სრულყოფის ასპექტები“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: - დავით ჯალაღონია, ეკონომიკის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
ექსპერტები: - ნინო ხარებავა, ეკონომიკის დოქტორი, სსიპ-სოხუმის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ასოცირებული პროფესორი;
სლავა ფეტელავა, ეკონომიკის დოქტორი,
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ეკონომიკური კონკურენციის
დეპარტამენტის უფროსი;
ოფიციალური რეცენზენტები: იური პაპასქუა, ეკონომიკურ
მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა
და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული
პროფესორი;
ნინო ფაილოძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი
დისერტაციის დაცვა
შედგება მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, VI სართული,
საპრეზენტაციო დარბაზი №601.
დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.