საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

2024 წლის 19 აპრილს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია: „უნივერსიტეტების როლი ინოვაციურ სამეწარმეო ეკოსისტემებში: აკადემიური მეწარმეობა და ინოვაციები“.

 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, პოლონეთის, უკრაინის, ლატვიის და ყაზახეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

 

საქართველოში აკადემიური მეწარმეობის, საუნივერსიტეტო კვლევებისა და კომერციალიზაციის ხელშეწყობისთვის, უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის წასახალისებლად, ინოვაციურ ეკოსისტემაში უნივერსიტეტების ჩართულობის გაძლიერებისა და სამეწარმეო ეკოსისტემის შეკვრისთვის - გაზიარებული იქნა განვითარების ხელშეწყობის მოწინავე გამოცდილებები.

 

კონფერენციის ძირითადი თემატური მიმართულებები იყო:

 

·        ინოვაციური სამეწარმეო ეკოსისტემები: ტენდენციები და გარემოებები;

·        უნივერსიტეტი და სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემა: ჩართულობისა და თანამშრომლობის გაძლიერება;

·        უნივერსიტეტებისა და ბიზნესის კოოპერაცია: მყარი კომუნიკაციის და ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

·        საუნივერსიტეტო სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება: აკადემიური მეწარმეობა და ინოვაცია;

·        ცოდნის გადაცემა აკადემიური ცენტრებიდან ბიზნესში: ტექნოლოგიების ტრანსფერი და ცოდნის წარმატებული კომერციალიზაცია;

·        ინტელექტუალური საკუთრების, საავტორო უფლებების, საუნივერსიტეტო კვლევების, გამოგონებებისა და ტექნოლოგიების დაცვა;

·        მომხმარებელთა უსაფრთხოება ციფრული მარკეტინგის ეპოქაში.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა ქართველი და უცხოელი მეცნიერების, სპეციალისტებისა და პრაქტიკოსების მიღწევები, მიდგომები და ხედვები - მეცნიერების, კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობის სფეროში.

 

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ორგანიზატორი იყო - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და სსუ-ის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი.