დოქტორანტ ლევან თეზიაშვილის დისერტაციის დაცვა

2024 წლის 18 ივლისს, 14:00 საათზე სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ლევან თეზიაშვილი ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „გადასახადების ოპტიმიზაცია საერთაშორისო ინტეგრაციულ პროცესებში (საქართველოს მაგალითზე)”.

სამეცნიერო ხელმძღვანელი: - იური პაპასქუა, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

ექსპერტები: - ზურაბ ლიპარტია, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი;

როდიონ ქორჩილავა, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის ადამიანების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შპს „ციფრული ეკოსისტემა ადამიანებისათვის“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი;

ოფიციალური რეცენზენტები: დავით ჯალაღონია - ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;  

მიხეილ ჩიკვილაძე, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

დისერტაციის დაცვა შედგება მისამართზე:  სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, VI სართული, საპრეზენტაციო დარბაზი   №601.

დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.