ევროკავშირის პროექტის PeaceEDu- ს პირველი საერთაშორისო შეხვედრა ფინეთში

2024 წლის 16-20 აპრილს ფინეთის ქალაქ ტამპერესა (ტამპერეს უნივერსიტეტი) და ჰელსინკში (მშვიდობის განათლების ინსტიტუტი) გაიმართა ევროკავშირი პროექტის PeaceEdu-ს („კურიკულუმის რეფორმა სამშვიდობო განათლების სწავლები­ს­­თ­ვის  უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში“ // Curriculum Reform to Promote Edu­ca­tion for Peace in Ukraine, Georgia and Moldova) პირველი კო­ნ­სო­რციუმის პირველი სა­ე­რ­თა­შო­რისო შეხვედრა,

კონსორციუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ფინეთიდან, ტამპერეს უნივე­რ­სი­ტე­ტი, მშვიდობის განათლების ინსტიტუტი;  საქართველოდან - ილიას სახელ­მ­წი­ფო უნი­ვე­რ­სი­ტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და არასამთავრობო ორ­გა­ნი­ზაცია „მშვი­დობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი“ (CPCD); უკრაინიდან - ტა­რას შევ­ჩე­­ნ­კოს სახელობის კიევის ნაციონალური უნივერსიტეტი, ვ.ნ კარაზინის სახე­ლო­ბის ხარკივის ნაციონალური უნივერსიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საჯარო დიპლომატიის პლა­ტფორმა“; მოლდოვადან - მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  კი­ში­ნიოვის იონ გრეანგას სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, ინოვაციისა და განვითარების საა­გე­ნ­ტო;  გერმანიიდან - ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის ფონდი; ავ­ს­ტ­რიიდან - ინსბრუკის უნი­ვე­რსიტეტი;

კონსორციუმის  შეხვედრის ოთხი დღის მანძილზე შვიდი სა­მუ­შაო შეხვე­დ­რა და ოთხი სასწავლო  სე­სია გაიმართა. პროექტის პრეზენ­ტა­ციის შემდეგ განხილული იქნა  პროექტის მიზნები, ამო­ცა­ნები, სამუშაო პაკეტები,  დაზუსტდა პროექტის კონტენტი და სამომავლო ნაბიჯები,  გაეცნენ პროექტის დისემინაციის გაიდლაინს, დასამტკიცებლად წარმოდგენილი იქნა დისემინაციის  (გავრცელების) სტრატეგიის დოკუმენტი.   გაიმართა სას­წავლო სესიები და სპეციალური ტრენინგები საქართველოს უკრაინისა და მოლ­დო­ვის უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის. ტრენინგები ჩაატარეს ტამპერესა და ინს­ბ­რუ­კის უნივერსიტეტების, ჰილ­დე­ს­ჰა­ი­მის უნივერსიტეტის ფონდის, ასევე ფინეთის მშვიდობის განათლების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა. ტრენინგის მო­ნა­წილეები გაეცნენ გერმანიის უნივერსიტეტების გამოცდილებას მრავალფე­რო­ვ­ნების გა­ნათ­ლებაში.

კონსორციუმის საერთაშორისო შეხვედრაზე თითოეულმა ქვეყანამ და ინსტი­ტუ­ციამ წარმოადგინა 45 წუთიანი პრეზენტაცია საკუთარ უნივერსიტეტებში არსებული ვითარების შესახებ. ამ აქტივობაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ტამპერესა და ჰელსინკში კონსორციუმის  საერთაშორისო შეხვედრაზე სოხუმის სახელმ­წი­ფო უნივერ­სი­ტეტიდან მონაწიეობდნენ პროექტის  წევრები: პროფ.  ზურაბ ხონელიძე,  ასოც. პროფ. ლია ახალაძე და ასისტენტი ლევან კვარაცხელია.