2024 წლის 28 ივნისს სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის,
ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამის „მყარი სხეულების
ფიზიკა“ დოქტორანტმა კახაბერ შამათავამ დაიცვა დისერტაცია
თემაზე „ინდენტირებით ინდუცირებული სტრუქტურულ-ფაზური გარდაქმნები
მონოკრისტალურ Si-სა და Si+2ატ%Ge შენადნობში“.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
გიორგი დარსაველიძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
+
ვლადიმერ კირცხალია - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა
დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ავთადილ სიჭინავა - საინჟირო ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
ექსპერტები იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ატომისა და ატომბირთვის ფიზიკის კათედრის ასისტენტ-პროფესორი მალხაზ გოჩიტაშვილი და სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, აკადემიური დოქტორი გიორგი ჩუბინიძე.
სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალურმა რეცენზენტებმა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა, სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა ოთარ ცაგარეიშვილმა და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა, სტუს სრულმა პროფესორმა, სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა დავით ჯიშიაშვილმა მაღალი შეფასება მისცეს კახაბერ შამათავას სადისერტაციო ნაშრომს.
დისერტაციის შესახებ აზრი გამოთქვეს სადისერტაციო საბჭოს წევრებმა: პროფესორმა ვარადებული წურწუმიამ, ასოცირებულმა პროფესორებმა ნესტან კეკელიამ, რომეო გალდავამ, ნინო თოფურიძემ.
სამეცნიერო დისკუსიისა და კენჭისყრის შედეგად კახაბერი შამათავას მიენიჭა ფიზიკის
დოქტორის აკადემიური ხარისხი.