სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის
მომზადების (ერთწლიან) საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება
2024 წლის 24 აგვისტოდან 7
სექტემბრის ჩათვლით.
კურსდამთავრებულზე
გაიცემა მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს
კურსდამთავრებულის სამასწავლებლო კვალიფიკაციას და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო
საფეხურზე მასწავლებლის უფლებას არჩეული დარგის შესაბამისად.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2024-2025 სასწავლო
წლისთვის, მასწავლებლის მომზადების დამოუკიდებელ
(ერთწლიან) საგანმანათლებლო
პროგრამაზე სტუდენტთა მიღება განხორციელდება შემდეგ
მოდულებზე:
ü
ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
ü
ქართული
ენა და ლიტერატურა
(საბაზო და საშუალო საფეხური)
ü
ინგლისური
ენა (დაწყებითი,
საბაზო და საშუალო საფეხური)
ü
გერმანული
ენა (დაწყებითი,
საბაზო და საშუალო საფეხური)
ü
ფრანგული
ენა (დაწყებითი,
საბაზო და საშუალო საფეხური)
ü
რუსული
ენა (დაწყებითი,
საბაზო და საშუალო საფეხური)
ü
ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური)
ü
ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)
ü
ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
ü
გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური)
ü
მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
ü
ინფორმატიკა
(დაწყებითი,
საბაზო და საშუალო საფეხური)
კონკურსანტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულად და ატვირთოს
საჭირო დოკუმენტაცია.
სარეგისტრაციო ბმული იხილეთ აქ:
https://docs.google.com/forms/d/1G2jKkb0xQnNGxZq_NNxMzUyjcpVR7dd5iZOd_TwRof4/edit
თუ ონლაინ ვერ დარეგისტრირდით,
შეგიძლიათ შესაბამისი დოკუმენტაცია, 2 სექტემბრიდან
7 სექტემბრის ჩათვლით, სსუ-ს პირველ კორპუსში შემდეგ მისამართზე წარმოადგინოთ, ანა
პოლიტკოვსკაიას ქ. №61, ოთახი №504.
რეგისტრაციის
საჭირო დოკუმენტები:
ü პირადობის მოწმობა (ასლი);
ü უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი (ნოტარიულად
დამოწმებული);
უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის
მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
ü
პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებისას
წარმოდგენილი უნდა იყოს ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ელექტრონულ
მატარებელზე (CD).
2 ფოტოსურათი 3X4;
ü ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ
გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით
(ცნობა აპლიკანტმა უნდა გამოითხოვოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტიდან
(NAEC).
ü წვევამდელის მოწმობა (ასლი) ვაჟებისათვის.
მიღების პირობები:
1. საკონკურსო
გამოცდა ჩატარდება 10 სექტემბერს
12.00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საგამოცდო ცენტრში. გამოცდის ხანგრძლივობა 90 წუთი. ანა პოლიტსკოვსკაის #26.
2. საკონკურსო გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება
უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2024 წლის 16
სექტემბერს.
3.
სააპელაციო
განაცხადების მიღება მოხდება ამა წლის 17 სექტემბერს. ელ. ფოსტა: ects@sou.edu.ge
4.
სააპელაციო
კომისიის მუშაობა 18
სექტემბერს.
5.
საბოლოო
შედეგების გამოცხადება 19
სექტემბერს.
6.
ადმინისტრაციული
რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 20, 23 სექტემბერი
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამაზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა (საკონკურსო გამოცდა) გულისხმობს
თავისუფალი ესეს დაწერას.
თავისუფალი ესეს წერის პროცესში აპლიკანტმა უნდა გამოავლინოს:
ü ზოგად განათლებაში არსებული სიახლეების
შესახებ ინფორმირებულობა, მოტივაცია;
ü პრობლემის გადაჭრისა და არგუმენტირებული
მსჯელობის უნარი.
7. მისაღები
გამოცდა შეფასდება მაქსიმუმ 60
ქულით;
მისაღები გამოცდის კომპეტენციის
მინიმალურ ზღვრად განისაზღვრა 30 ქულა. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი დააგროვებს 30
ქულაზე ნაკლებს ის გამოირიცხება
რეიტინგული სიიდან.
თავისუფალი
ესეს შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
ü ზოგად განათლებაში არსებული სიახლეების
შესახებ ინფორმირებულობა და მზაობა მათ განსახორციელებლად - 20
ქულა
ü მოტივაცია
- 20 ქულა ქულა
ü არგუმენტირებული მსჯელობის და
დასკვნის უნარი - 20
ქულა
სულ - 60 ქულა
პროგრამისთვის გამოყოფილია კვოტების რაოდენობა
(50 უფასო ადგილი) , რომელიც ფინანსდება სახელმწიფო
სასწავლო გრანტით.
შესაბამისი
საგნის მოდული შედგება მინიმუმ ორი აპლიკანტის ჩარიცხვის შემთხვევაში.
საკონტაქტო პირები:
დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ:
ü ლია ახალაძე
ასოც.
პროფ. პროგრამის ხელმძღვანელი
მობ. ტელ.: +995 558 577170723
ü თამარ შინჯიაშვილი
ასოც.
პროფ. განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
მობ.
ტელ. 577963888