სსიპ-სოხუმის
სახელმწიფო
უნივერსიტეტში 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების
შედეგებით საბაკალავრო პროგრამების პირველ კურსზე და ქართული ენის საგანმანათლებლო
პროგრამაზე სწავლის
უფლებამოპოვებული
აბიტურიენტების რეგისტრაციის ვადები:
1. სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის
შემოდგომის სემესტრში ჩარიცხვის მიზნით საბაკალავრო
პროგრამების
პირველ კურსზე და ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამაზე
სწავლის უფლებამოპოვებული
აბიტურიენტი ვალდებულია:
·
2024 წლის 3 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით
გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია, რაც გულისხმობს სწავლის სემესტრული
საფასურის (1125 ლარი) არანაკლებ 50%-ის გადახდას. აბიტურიენტს თანხის გადახდა
შეუძლია ნებისმიერ ბანკში:
საბანკო რეკვიზიტები:
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება:
ხაზინის ერთიანი ანგარიში ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი:
7 0904 7289
·
წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პირადობის მოწმობა (ასლი);
2. წვევამდელის მოწმობა (ასლი) ვაჟებისათვის;
3. საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა (ნოტარიალურად დამოწმებული ატესტატის ასლი);
4. თანხის გადახდის ქვითარი (ასლი);
5. სამი ფოტოსურათი (3X4) ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.
2.
დოკუმენტების მიღება იწარმოებს ყოველდღე 1100 საათიდან 1700 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა)
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების შესაბამის ფაკულტეტებზე (საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა, მათემატიკის,
ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მისამართი:
თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა №26; ბიზნესისა
და სოციალურ მეცნიერებათა
ფაკულტეტი, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი, განათლების მეცნიერებათა
ფაკულტეტი - მისამართი: ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა № 61).
3.
აბიტურიენტი,
რომელიც დადგენილ ვადაში არ გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას, კარგავს
ეროვნული გამოცდებით მოპოვებულ სწავლის უფლებას.
P.S. არასრულწლოვან აბიტურიენტს რეგისტრაციის
გავლისას თან უნდა ახლდეს მშობელი ან ნდობით აღჭურვილი პირი.