სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს
პირველ საუნივერსიტეტო კონკურსში UNI4VERSE, რომლის სამუშაო თემატიკად წელს
„მწვანე ტექნოლოგიებია“ შერჩეული.
2024
წლის 10 ოქტომბერს ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუმრად იმყოფებოდნენ
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები – მერაბ ლაბაძე,
იოსებ ბერიკაშვილი და მარიამ ვარდიძე, რომლებმაც წაიკითხეს ლექცია „მწვანე ეკონომიკასთან“
დაკავშირებით.
სტუდენტებმა
ასევე მიიღეს ინფორმაცია, როგორ ჩაერთონ ამ მასშტაბურ საუნივერსიტეტო კონკურსში.