გამოფენა „ხელოვნება კვებავს სულს”

ხელოვნება კვებავს სულს” - ამ სახელწოდებით 2024 წლის 16 ოქტომბერს, სოხუმის სახელმიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა ნახატების გამოფენა, რომლის ორგანიზატორი იყო საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის თანამშრომელი, მხატვარი ივანე კეზუ.

 

გამოფენაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს როგორც ადრინდელი, ასევე ივანე კეზუას ხელმძღვანელობით შექმნილი ფერწერული ტილოები.

 

ღონისძიებას უძღვებოდა სსუ-ის საერთაშორისო ურთიერთოებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია, რომელმაც მიულოცა ახალგაზრდებს ეს დღე და ისაუბრა კულტურის როლზე ადამიანის განვითარებაში.

 

სსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე მიესალმა გამოფენის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ეს არის არაჩვეულებრივი ღონისძიება, რომლითაც სტუდენტებმა წარმოაჩინეს თავიანთი სულიერი სამყარო, რომ ასეთი ღონისძიებები ხშირად უნდა გაიმართოს და თანადგომას დაპირდა მათ ყველა ლამაზ წამოწყებაში.

 

გამოფენას ესწრებოდა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ქალბატონი მაყვალა გონაშვილი, რომელმაც ახალგაზრდებს მიულოცა ასეთი შინაარსიანი გამოფენის მოწყობა და ისაუბრა, თუ როგორ დადებით გავლენას ახდენს ადამიანზე ხელოვნება, ლიტერატურა თუ პოეზია.

 

აქ ვხედავ ავტორებს, რომლებიც, ვფიქრობ, მომავალში სახელოვანი მხატვრები იქნებიან. ძალიან საინტერესო ფერებითა და კომპოზიციებით, თითოეული მათგანი აუცილებლად მიაღწევს წარმატებას და ღირსეულ ადგილს დაიკავებს საქართველოს დამსახურებულ მხატვართა შორის” , - აღნიშნა საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ, ბატონმა გურამ ცერცვაძემ.

 

„ხელოვნება კვებავს სულს“ - ეს სახელი გამოფენას გააზრებულად შევურჩიეთ, რადგან თითოეული ნახატი ჩვენი სულის ნაწილია . გვინდოდა გაგცნობოდით, როგორც მხატვრები და არა როგორც იურისტები, ბიოლოგები და ა. შ. მადლობა ასეთი მაღალი შეფასებისთვის, თანადგომისთვის, მეგობრობისთვის. ჩვენ მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ - განაცხადა გამოფენის ორგანიზატორმა, მხატვარმა ივანე კეზუამ.

 

ცოცხალი მუსიკის ფონზე, დამთვალიერებლის წინაშე ერთმანეთს ენაცვლებოდა პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები თუ აბსტრაქცია... ივანე კეზუამ, ღონისძიების ყველა მონაწილე, სიგელითა და წიგნებით დააჯილდოვა.