ჟან მონეს მოდულის „მშვიდობის ქართული პარადიგმა და მშვიდობის მშენებლობა ევროკავშირში“ ფარგლებში, მოდულის იმპლემენტაციის მიზნით 2024 წლის 5 ოქტომბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა სამუშაო გუნდის შეხვედრა. გუნდის წევრებმა - ზურაბ ხონელიძემ (აკადემიური ლიდერი), ლარისა თაკალანძემ (მოდულის მენეჯერი), ლევან გერაძემ (ადმინისტრაციული პერსონალი) განიხილეს მოდულის შესრულების ორგანიზაციული, საგანმანათლებლო, მეთოდოლოგიური და ტექნიკური საკითხები.