სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი მართავს ჟენევის 1949 წლის კონვენციების მიღებიდან 75-ე
წლისთავისადმი მიძღვნილ
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ომის და ომის შემდგომი კანონმდებლობის და პოლიტიკის აქტუალური საკითხები“
თბილისი, 2024 წლის 9-10 დეკემბერი
კონფერენციის ორგანიზატორის მისამართი: საქართველო, თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #61
კონფერენციაში
მონაწილეობა შესაძლებელია ასევე ზუმის ფორმატის მეშვეობით. მონაწილეებს ბმული
დამატებით ეცნობებათ.
კონფერენციის თემატიკა:
1.ომის დანაშაულების
პრევენცია და მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები;
2. ომის და ომის
შემდგომი სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები;
3. ომის და ომის შემდგომი
კერძო სამართლის აქტუალური საკითხები;
4. ომის და ომის
შემდგომი საჯარო სამართლის და სამართლის ისტორიულ-ფილოსოფიური ასპექტები;
5. ომის და
ომისშემდგომი, ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკის პრობლემები.
ნაშრომის წარმოდგენის პროცედურა:
ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფორმატით
Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით;
წარმოდგენილი ნაშრომი უნდა შეიცავდეს ავტორის, სახელს,
გვარს, ქვეყნის, უნივერსიტეტის დასახელებას, სამეცნიერო წოდებას, სამეცნიერო ხარისხს,
საკონტაქტო მონაცემებს ელექტრონული ფოსტის მისამართს, ;
ნაშრომი უნდა შეესაბამებოდეს კონფერენციის თემატიკას;
2024 წლის 3 დეკემბრამდე წარმოდგენილი უნდა იქნას ნაშრომის
სათაური და ანოტაცია 150-200 სიტყვის მოცულობით ინგლისურ ენაზე (ქართულ ენაზე გამომსვლელი
მომხსენებლის ასევე ქართულ ენაზეც), მისამართზე: f.law@sou.edu.ge
ნაშრომის მოცულობა შეიძლება იყოს 7 - 15 გვერდი;
საკონფერენციო ნაშრომი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული;
საკონფერენციო ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა
2024 წლის 31 დეკემბერი. ნაშრომის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნეს მისამართზე:
f.law@sou.edu.ge
ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ვებგვერდზე
ტექნიკური მოთხოვნები
ნაშრომის მიმართ:
ანოტაცია და ნაშრომი
უნდა შესრულდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე Sylfaen-11 ფონტით, სქოლიო Sylfaen – 9.
უცხოელი მეცნიერები ანოტაციას და ნაშრომს მხოლოდ ინგლისურ ენაზე წარმოადგენენ (ქართულ
ენაზე მათ თარგმნას უზრუნველყოფს კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი); მომხსენებლები,
რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ანოტაციას და ნაშრომს ქართულ და ინგლისურ
ენებზე წარმოადგენენ;
ანოტაციაში და ნაშრომში სტრიქონებს შორის ინტერვალი
უნდა იყოს 1,5;
აბზაცი გამოიყოს Tab-კლავიშით;
ცხრილები და დიაგრამები უნდა შესრულდეს JPEG ფორმატში,
ანოტაციის და ნაშრომის ტექსტს უნდა მიეცეს გვერდზე გასწორება, მინდვრები 2,0 მმ;
2,0 მმ; 2,0 მმ.;
ნაშრომში გამოყენებულ
სქოლიოებში წყაროების მითითება უნდა განხორციელდეს ორიგინალის ენაზე შემდეგი წესის
დაცვით: წიგნის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები ან რედაქტორი, წიგნის დასახელება, გამომცემლობა, ქალაქი,
გამოცემის წელი, გვერდი; სტატიის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები, სტატიის დასახელება, გამოცემის დასახელება,
ნომერი, წელი და გვერდი; ინტერნეტ მასალის შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები,
ინფორმაციის/სტატიის დასახელება და ლინკი; სამართლებრივი აქტის
გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს დასახელება და რეკვიზიტები; სასამართლო პრაქტიკის
გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს სასამართლოს სახელწოდება, გადაწყვეტილების
მიღების თარიღი, საქმის დასახელება და ნომერი. კონფერენციის თემატიკასთან
შეუსაბამობის შემთხვევაში წარმოდგენილი შრომები არ განიხილება;
წარმოდგენილი ნაშრომები კონფერენციის დასრულების შემდეგ
გამოქვეყნდება ინგლისურ და ქართულ ენებზე. კონფერენციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მოგვმართეთ f.law@sou.edu.ge