ჟენევის 1949 წლის კონვენციების მიღებიდან 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ჟენევის 1949 წლის კონვენციების მიღებიდან 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ომის და ომის შემდგომი  კანონმდებლობის და პოლიტიკის აქტუალური საკითხები

ბილისი  2024 წლის 11-12  დეკემბერი

კონფერენციის ორგანიზატორის  მისამართი

საქართველო, თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #61

კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია ასევე ზუმის ფორმატის მეშვეობით.  მონაწილეებს ბმული დამატებით ეცნობებათ.

კონფერენციის თემატიკა:

1.ომის დანაშაულების პრევენცია და მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები;

2. ომის და ომის შემდგომი  სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები;

3. ომის და ომის შემდეგომი  კერძო სამართლის აქტუალური საკითხები;

4. ომის და ომის შემდგომი  საჯარო სამართლის და სამართლის ისტორიულ-ფილოსოფიური ასპექტები;

5. ომის და ომისშემდგომი, ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკის პრობლემები.

ნაშრომის წარმოდგენის პროცედურა:

 

საუკეთესო სამეცნიერო მოხსენებები დაიბეჭდება კრებულში:

ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფორმატით  Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით;

წარმოდგენილი ნაშრომი უნდა შეიცავდეს ავტორის, სახელს, გვარს, ქვეყნის, უნივერსიტეტის დასახელებას, სამეცნიერო წოდებას, სამეცნიერო ხარისხს, საკონტაქტო მონაცემებს ელექტრონული ფოსტის მისამართს, ;

ნაშრომი უნდა შეესაბამებოდეს კონფერენციის თემატიკას;

2024 წლის 3 დეკემბრამდე წარმოდგენილი უნდა იქნას ნაშრომის სათაური და ანოტაცია 150-200 სიტყვის მოცულობით  ინგლისურ ენაზე (ქართულ ენაზე გამომსვლელი მომხსენებლის ასევე ქართულ ენაზეც), მისამართზე:   f.law@sou.edu.ge

ნაშრომის მოცულობა შეიძლება იყოს  7 - 15 გვერდი;

საკონფერენციო ნაშრომი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული;

საკონფერენციო ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 31 იანვარი. ნაშრომის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნეს მისამართზე:  f.law@sou.edu.ge

ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე.


ტექნიკური მოთხოვნები ნაშრომის მიმართ:

ანოტაცია და ნაშრომი უნდა შესრულდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე  Sylfaen-11 ფონტით, სქოლიო Sylfaen 9 - ფონტით.უცხოელი მეცნიერები ანოტაციას და ნაშრომს  მხოლოდ ინგლისურ ენაზე წარმოადგენენ (ქართულ ენაზე მათ თარგმნას უზრუნველყოფს კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი);   მომხსენებლები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ანოტაციას და ნაშრომს ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოადგენენ;

ანოტაციაში და ნაშრომში სტრიქონებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 1,5;

აბზაცი გამოიყოს Tab-კლავიშით;

ცხრილები და დიაგრამები უნდა შესრულდეს JPEG ფორმატში, ანოტაციის და  ნაშრომის ტექსტს უნდა მიეცეს გვერდზე გასწორება, მინდვრები 2,0 მმ; 2,0 მმ; 2,0 მმ.;

ნაშრომში გამოყენებულ სქოლიოებში წყაროების მითითება უნდა განხორციელდეს ორიგინალის ენაზე შემდეგი წესის დაცვით: წიგნის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები ან რედაქტორი, წიგნის დასახელება, გამომცემლობა, ქალაქი, გამოცემის წელი, გვერდი; სტატიის  გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები, სტატიის დასახელება,  გამოცემის დასახელება, ნომერი, წელი და გვერდი; ინტერნეტ მასალის შემთხვევაში  უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები, ინფორმაციის/სტატიის დასახელება და ლინკი; სამართლებრივი აქტის გამოყენების შემთხვევაში  უნდა მიეთითოს დასახელება და რეკვიზიტები; სასამართლო პრაქტიკის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს სასამართლოს სახელწოდება, გადაწყვეტილების მიღების თარიღი, საქმის დასახელება და  ნომერი. კონფერენციის თემატიკასთან შეუსაბამობის შემთხვევაში  წარმოდგენილი შრომები  არ განიხილება;

წარმოდგენილი ნაშრომები კონფერენციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება ინგლისურ და ქართულ ენებზე. კონფერენციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მოგვმართეთ  f.law@sou.edu.ge