დოქტორანტ ლიანა სიგუას დისერტაციის დაცვა

2024 წლის 20 დეკემბერს 14:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ლიანა სიგუა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: მედეას ანტიკური სიუჟეტის ინტერპრეტაციის ძირითადი ტენდენციები XX-XXI საუკუნეების ლიტერატურაში“

სამეცნიერო ხელმძღვანელი: მარიამ მირესაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი;

ექსპერტები: ნინო წერეთელი - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ნანა კუცია - ფილოლოგიის  აკადემიური დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;                                                 

ოფიციალური რეცენზენტები: ნანა გაფრინდაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი  და ნინო მინდიაშვილი - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.                                                 

დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკაში.