დოქტორანტ ანიკა თოლორაიას საკვალიფიკაციო ნაშრომის დაცვა

2024 წლის 26 დეკემბერს 14:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ანა პოლიტკოვსკაიას ქ. № 26, IV სართული, საპრეზენტაციო ოთახი 418) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის მათემატიკის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ანიკა თოლორაია (სადოქტორო პროგრამა - გამოყენებითი მათემატიკა“) მათემატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დისერტაციას თემაზე: „ფსევდორხევისა და დინამიკის სასაზღვრო-ტრანსმისიის ამოცანები თერმო-ელექტრო-დრეკადობის თეორიაში ენერგიის გაბნევის გარეშე“.

 

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ოთარ ჭკადუა  ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის პროფესორი; ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური ფიზიკის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 

 

ექსპერტები: როლანდ გაჩეჩილაძე ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (დოქტორთან გათანაბრებული), ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;

ნესტან კეკელია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (დოქტორთან გათანაბრებული); სსუ-ს მათემატიკის მიმართულების მიმართულების ასოცირებული პროფესორი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სსუ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი.

ოფიციალური რეცენზენტები:

თენგიზ ბუჩუკური – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (დოქტორთან გათანაბრებული), ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური ფიზიკის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ბაკურ გულუა - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (დოქტორთან გათანაბრებული), სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის გამოყენებითი მათემატიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი.

დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.