ჟან მონეს მოდულის CSREU ორი წლის ანგარიში

2024 წლის 22 ნოემბერს ჟან მონეს მოდულის 2 წლიანი შედეგების ანგარიში (2023-2024)  წარდგენილ იქნა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სხდომაზე. ანგარიში მოსმენილი იქნა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის რომეო გალდავას, ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტის მარინე ხუბუას, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის  კახი კოპალიანის მიერ. სხდომას ესწრებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფესორი, დავით ჯალაღონია.

2-წლიანი ანგარიში წარადგინა მოდულის მენეჯერმა, ჟან მონეს პროფესორმა ლარისა თაკალანძემ. მოდულის ორწლიანი მუშაობის შეჯამებისას წარმოდგენილ იქნა შემდეგი ძირითადი აქტივობები:

2022-2023

·         შეიქმნა პროექტის ლოგო, ბანერი, ვებ-გვერდი, 2022

·         გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა „საქართველო და ევროკავშირი: თანამშრომლობის შესაძლებლობები“ ჟან მონეს მოდულის ფარგლებში, 27.X.2022

·         მიღებულ იქნა სსუ აკადემიური საბჭოს დადგენილება № 05/01-99 ახალი სასწავლო კურსის იმპლემენტაციის შესახებ, 2022

·     ჟან მონეს მოდული CSREU აღიარებული იქნა 2022 წლის საუკეთესო მიღწევად სსუ-ში საქაერთველოს  განათლები­სა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნულ სა­მეცნიერო ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე;

·         შემუშავდა ახალი სასწავლო კურსის სილაბუსი;

·         ახალი სასწავლო კურსის იმპლემენტაცია საბაკალავრო პროგრამებში, 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი, 2023

·         ჟან მონეს მოდულის ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრა საქართველოს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, 2023

·         ჩატარდა საზაფხულო  სკოლა ჟან მონეს მოდულის ფარგლებში, 2023

·         გახსნა ჟან მონეს  აუდიტორი  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნოემბერი, 2023

·         გამოკითხვები, შეფასება - 2023

 

2023-2024

·    შემუშავდა და გამოიცა სახელმძღვანელო “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში”  ევროკავშირის ჟან მონეს მოდულის ფარგლებში, 2024

·  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ევროკავშირის პოლიტიკა", 16 და 21 მაისი 2024

·   გამოიცა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ევროკავშირის პოლიტიკა " მასალათა კრებული, ივნისი 2024

·     ახალი სასწავლო კურსის ჩატარება საბაკალავრო პროგრამებში, 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი, 2024

·     ჩატარდა საზაფხულო  სკოლა 2024  ჟან მონეს მოდულის ფარგლებში, ივნისი 2024;

·     გამოკითხვები,  შეფასება - 2024