გამოცხადდა 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტთა მობილობა

1. სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა განცხადებებისა და საჭირო თანდართული დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება შემდეგ ვადებში:

ა)  დოკუმენტაციის მიღება - 12 თებერვალიდან - 14 თებერვლის ჩათვლით ყოველდღე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: srs@sou.edu.ge ან მისამართზე: ა. პოლიტკოვსკაიას № 61; სტუდენტთა რეესტრის (1000-დან 1700 საათამდე);

ბ)  უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 17 თებერვალს;

გ)  სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა - 17-19 თებერვალს;

 

2.    წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა)  განცხადება;

ბ)  სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ასლი;

გ)  პირადობის მოწმობის ასლი;

დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე)  სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი; 

ვ)  სტუდენტის სასწავლო ბარათი;

ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

3.    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანება გამოიცემა 2025 წლის 1 მარტამდე.