2025 წლის 25 აპრილს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, გაიმართა ფაზისის აკადემიის XXV სამეცნიერო სესია.
სესია გახსნა და ხელმძღვანელობდა ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი გია კვაშილავა.
სესიის ძირითადი თემა იყო: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტისა
და
ფაზისის
აკადემიის
წევრის,
პროფესორ
ზურაბ
ხონელიძის
მოხსენება
„საქართველო
და
გარე
სამყარო“.
ძირითადი მომხსენებლის გამოსვლამდე, ფაზისის აკადემიის
სწავლულმა
მდივანმა,
ეკა
კარტოზიამ,
წაიკითხა
მოხსენება
„პროფესორ
ზურაბ
ხონელიძის
საზოგადოებრივი
საქმიანობის“ შესახებ.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, საქართველოში არსებული პოლიტიკური
მდგომარეობის,
ქვეყნის
ტერიტორიული
მთლიანობის
აღდგენისა
და
მსოფლიო
პოლიტიკურ
ასპარეზზე
მოთამაშე
ქვეყნების
საქართველოსადმი
დამოკიდებულების
შესახებ,
წაიკითხა საინტერესო მოხსენება „საქართველო და გარე სამყარო“.
-„ჩემი ცხოვრების მიზანია ვემსახურო ჩემს სამშობლოს, ქართულ სახელმწიფოს. აუცილებელია, სწორად გავიაზროთ
საქართველოში
შექმნილი
პოლიტიკური
ვითარება
და
სწორი
მიმართულება
ავირჩიოთ
მის
დასაძლევად.
ქართული
მიწის
განუყოფელი
ნაწილია
აფხაზეთი
და
შიდა
ქართლის
მთიანეთი.
ჩვენ
ამოვდივართ
საქართველოს
ინტერესებიდან
და
უნდა
მოვერგოთ
დროს,
რომ
საერთაშორისო
პოლიტიკური
ძალების
ინტერესის
სფეროში
მოვექცეთ.
საქართველომ
უნდა
შეცვალოს
მოცემულობა,
გარე
სამყაროს
უნდა
დაანახოს
და
შესთავაზოს
სამხრეთ
კავკასია,
როგორც
ერთიანი
სამშვიდობო
სივრცე”.-აღნიშნა
თავის
მოხსენებაში
პროფესორმა
ზურაბ
ხონელიძემ.
მომხსენებელს კითხვები დაუსვეს, როგორც ფაზისის აკადემიის, ასევე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, სტუდენტებმა და ჟურნალისტებმა.
პროფესორ ზურაბ ხონელიძის მოხსენების შესახებ აზრი გამოთქვა რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტმა, დავით შემოქმედელმა.
ფაზისის აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა გია კვაშილავამ, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს, ფაზისის აკადემიის საწევრო დიპლომი და სამახსოვროდ, ფესტოსის დისკოს ასლი გადასცა.