2017 წლის აპრილ-ივლისში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ერასმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში (კოორდინატორი - ინდირა ძაგანია საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი), მობილობით იმყოფებოდნენ ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებში, სადაც წაიკითხეს ლექციები, ჩაატარეს ვორქშოპები და მონაწილეობა მიიღეს ტრენინგებში.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მერი გაბედავამ შიაულიაის უნივერსიტეტის (ლიტვა) ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლექციები წაიკითხა შემდეგ საკითხებზე: საქართველოს ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთან, საქართველოსა და ლიტვის ურთიერთობები; აფხაზეთის საკითხის, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესების გამოწვევები.
ეკონიმიკისა და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის პროფესორი გიორგი ბერულავა 15 პარტნიორი ქვეყნის 40-მდე წარმომადგენელთან ერთად მონაწილეობდა გრანადის უნივერსიტეტის (ესპანეთი) ორგანიზებით გამართულ პერსონალის ტრენინგის კვირეულში.
ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა მაია აღაიამ ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ლინგვისიტიკის კათედრაზე ჩაატარა ვორქშოპი შემდეგ თემებზე: “კითხვის უნარის ჩამოყალიბება-განვითარება“, „ლექსიკონის გამდიდრების ეფექტური მეთოდები“.
აკადემიური პერსონალის აღნიშნული სახის მობილობა ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო საუნივერსიტეტო არენაზე.