ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ზურაბ ხონელიძე და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.
დევნილი უნივერსიტეტის თანამშრომლებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის სამაჩაბლოში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. გვირგვინით შეამკეს მემორიალური დაფა და ეკლესიაში მათი სულების მოსახსენიებლად სანთლები დაანთეს.
-„ 8-12 აგვისტო, ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული დღეებია. ეს საერთო ქართული ტრაგედიაა. ჩვენ, ყველა, ვალდებული ვართ პატივი მივაგოთ საქართველოს ღირსეული შვილების ხსოვნას.“- განაცხადა ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში რექტორმა, ბატონმა ზურაბ ხონელიძემ.