საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის.
მემორანდუმის მიზანია მხარეთა ურთიერთთანამშრომლობა ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სამუზეუმო სფეროების მიმართულებით.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს: ზურაბ ხონელიძემ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და დავით ლორთქიფანიძემ - ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა.