კონფერენცია: სამოქმედო კვლევა სკოლაში

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს “სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის” (SYNCS), რომლის მიზანია, საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.

პროექტის ფარგლებში ტარდება კონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორები, სტუდენტები, საჯარო სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამოქმედო კვლევები, მიღებული შედეგები და გამოცდილება.

დღეს საგანმანათლებლო სისტემა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. სკოლა შეძლებს ეფექტური ცვლილებების განხორციელებას მხოლოდ მაშინ, თუ გაძლიერდება სკოლებსა და საზოგადოებას, უნივერსიტეტებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის თანამშრომლობა. ამ თანამშრომლობაში მნიშვნელოვანია ახალგაზრდების როლი. სწორედ სამოქმედო კვლევის დახმარებით დაუკავშირდა სკოლა უნივერსიტეტს, სტუდენტი - სკოლას და ერთობლივად დაიგეგმა და მოგვარდა სკოლაში არსებული პრობლემა.

სამოქმედო კვლევა სკოლის ინსტიტუციური განვითარების ინსტრუმენტია.


დღის წესრიგი

10:30 – 11:00 მიღება

11:00 – 11:10 მისასალმებელი სიტყვა

ზურაბ ხონელიძე - უნივერსიტეტის რექტორი


11:10 – 11: 20 პროექტის მიზნები და განხორციელებული საქმიანობები

თამარ მოსიაშვილი - პროექტის ხელმძღვანელი


11:20 – 11:30 სამოქმედო კვლევა უნივერსიტეტში

ლია ახალაძე და თამარ შინჯიაშვილი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები


11:30 – 11:50 სამოქმედო კვლევა, მიზნები, განხორციელებული საქმიანობები

დავით ლიპარტელიანი

სამოქმედო კვლევის სპეციალისტი


11:50 – 13:00 სამოქმედო კვლევა სკოლაში, პრეზენტაციები


13:00 – 14:00 სადილი

14:00 - 14:40 სამოქმედო კვლევა, პრეზენტაციები


14:40 – 15:00 საგანმანათლებლო სისტემის გამოწვევები დღეს

სიმონ ჯანაშია - განათლების მიმართულების ხელმძღვანელი


15:00 – 15:30 კონფერენციის დახურვა