სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 29 მარტს, რეზო ადამიას "კოლხური ოდის" თემატიკაზე შექმნილი ფერწერული ტილოების გამოფენა გაიმართება.
ღონისძიება ეძღვნება კოლხური ოდის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის დაცვას.
„გადავარჩინოთ კოლხურ-მეგრული ოდები“ ეს მოძრაობა აბაშაში უკვე დაიწყო, იდეის ავტორი და თანამდგომია აბაშის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი პაატა ქურდოვანიძე, ვინც განიზრახა ამ ოდების გადარჩენა. პროექტის მიზანია ეს ნაგებობები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანოს და მათ მიერ იქნას დაცული.
კოლხური ოდის უნიკალობაზე ისაუბრებენ აბაშის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე და საქართველოს მხატვრათა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე.