წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სპიკერი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) თავმჯდომარე (სპიკერი) – ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე




დაიბადა 1965 წლის 7 დეკემბერს ქ. სოხუმში.

 

1982 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქ. სოხუმის მე-16 საშუალო სკოლა.


1983-1988 წლებში სწავლობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით და მიენიჭა მათემატიკოსის, მათემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია.


1988 წელს დაიწყო მუშაობა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრაზე ლაბორანტად.


1989 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ალგებრა-გეომეტრიის კათედრაზე ჯერ ლაბორანტად, ხოლო 1993 წლიდან კი – მასწავლებლად.

 

1998-2003 წლებში სწავლობდა ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

 

2004 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

 

2006 წლიდან დღემდე არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. არის ავტორი არა ერთი ათეული სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა ნაწილი გამოქვეყნებულია იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალში.

 

2007 და 2009-2015 წლებში იყო მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.


2008-2015 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.


ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.


2016-2024 წლებში, ორი ვადის მანძილზე, გახლდათ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი).


2024 წ. 26 მარტიდან –  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) თავმჯდომარე (სპიკერი).


ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


თბილისი, 0186, ანა პოლიტკოვსკაიას ქ., №61 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა), სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი.

 ტელ: 0 (32) 254 14 71

E-MAIL: speaker@sou.edu.ge