პირველად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებისთვის შერჩეულ იქნა ჟან მონეს პროგრამა (Jean Monnet Activities - Erasmus+ Programme (ERASMUS) ERASMUS-JMO-2022-HEI-TCH-RSCH - CSREU). ჟან მონეს მოდულის სამწლიანი პროექტის „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის“ მენეჯერია ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ლარისა თაკალანძე; მოდული ითვალისწინებს ახალ სასწავლო კურსს „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში“ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, საზაფხულო სკოლას „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებისთვის და მოიცავს კვლევებსა და მთელ რიგ ღონისძიებებს ამ მიმართულებით.
მოდულის სახელწოდება:
ჟან მონეს მოდული (ჟან მონეს აქტივობები - (ERASMUS-JMO-2022-HEI-TCH-RSCH - CSREU) - პროექტის ნომერი: 101083295 — CSREU. მოდულის ხანგრძლივობაა 3 წელი (2022-2025 წწ.)
მოდულის მიზანი:
მოდულის ძირითადი მიზანია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული სწავლების განვითარება, სასწავლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება ევროინტეგრაციის სფეროში; ახალი სასწავლო კურსი გააცნობს სტუდენტებს ევროკავშირში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ევოლუციას და ფორმებს, ხელს შეუწყობს ცოდნის გაღრმავებას ევროკავშირში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ძირითად ტენდენციებსა და პრობლემებზე.
მოდულის ძირითადი აქტივობები:
· ახალი სასწავლო კურსის შემუშავება - „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში“ (ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის) და მისი ჩართვა უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამებში სავალდებულო და არჩევით საგნად;
· სახელმძღვანელოს „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში“ შემუშავება და გამოქვეყნება;
· საერთაშორისო კონფერენცია „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ევროკავშირის პოლიტიკა“; გათვალისწინებულია აკადემიური პერსონალის, დოქტორანტების, მკვლევარებისა და CSR-ისა და ევროინტეგრაციის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის; კონფერენციის შედეგად გამოიცემა აბსტრაქტების კრებული;
· საზაფხულო სკოლა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში“ (ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის);
· შედეგების დისიმინაცია და სხვა.
მოდულის გუნდი:
ლარისა თაკალანძე, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, სსუ (მოდულის მენეჯერი);
ნინო თოფურიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სსუ;
დავით ზაქარაია, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სსუ;
გვანცა ჯიჩოშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციების სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
თეონა ყაჭეიშვილი, სსუ დოქტორანტი;
ვახტანგ დანელია, IT სამსახურის უფროსი.