HORIZON EUROPE
ჰორიზონტი ევროპა კვლევისა და ინოვაციების დარგში ევროკავშირისძირითადი დაფინანსების პროგრამაა, რომლის ბიუჯეტი 95,5 მილიარდიევროა. აღნიშნული თანხა, შვიდი წლის განმავლობაში (2021-2027) გრანტებისსახით გაიცემა.პროგრამა მხარს უჭერს ევროკავშირის პოლიტიკის შექმნასა დაგანხორცილებას კვლევებისა და ინოვაციების სფეროში, ქვეყნებს შორისთანამშრომლობის გაღრმავების, ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების შექმნისადა გავრცელების გზით.საგრანტო ოფისის ფუნქციაა დააკვალიანოს უნივერსიტეტის აკადემიური დასამეცნიერო პერსონალი ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების პროგრამა- Horizon Europe ინფორმაციის მოძიებაში. დაეხმაროს სხვა საერთაშორისო, თუადგილობრივ კონკურსებში მონაწილეობის მიღებაში, პროექტებისმომზადებასა და მართვის პროცესებში. საგრანტო ოფისის საქმიანობა შემდეგ აქტივობებს უკავშირდება: უნივერსიტეტის თანამშრომლების ინფორმირებულობის გაზრდა კვლევის დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ; კონსულტაციების და ტრეინინგების გზით პროექტების მომზადებისა და მართვის მხარდაჭერა; უნივერსიტეტის კვლევების მონაცემთა ბაზის შექმნა; ჰორიზონტ ევროპის სათაო ოფისთან და პროგრამის ეროვნულ საკონტაქტოპირებთან აქტიური თანამშრომლობა.