შოთა ხეცურიანის მოსაგონარი


92 წლის ასაკში გარდაიცვალა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი, აფხაზეთის ღირსეული შვილი, ეკონომიკის დოქტორი, ბატონი შოთა ხეცურიანი.

ის 1948 წელს ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიულ ფაკულტეტზე. 1953-1966 წლებში კი ოჩამჩირის რაიონის სხვადასხვა სოფლებში აგრონომად მუშაობდა. 1966 წელს დაიცვა დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის მოსაპოვებლად. 1971 წლიდან ბატონი შოთა პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში. ის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული არაერთი სამეცნიერო შრომის ავტორია.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახსა და აფხაზეთის საზოგადოებას ბატონი შოთას გარდაცვალებას.