უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა იმთავითვე მხარდაჭერა და თანადგომა გამოუხატა მეგობარ
სახელმწიფოსა და ჩვენი უნივერსიტეტის უკრაინელ პარტნიორებს. უნივერსიტეტის აკადემიურმა
საბჭომ მიიღო დადგენილება, რომელშიც დაგმო რუსეთის ფედერაციის აგრესიული მოქმედებები
უკრაინის წინააღმდეგ.
ამასთანავე, 2022 წლის 7 მარტს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა
და სტუდენტებმა დაიწყეს ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებაც, რომლის ერთი ეტაპიც 7
აპრილს დასრულდა. შეგროვდა 40-მდე ყუთი (ჰიგიენის საშუალებები, არამალფუჭებადი საკვები,
ტანსაცმელი და სხვ.), რომელიც უკრაინაში გაიგზავნა. ამასთან, ჰუმანიტარული დახმარების
გაწევა (ფულადი გადარიცხვები) სსუ-ს აკადემიური პერსონალისა და თანამშრომელთა მიერ
ინდივიდუალურადაც ხდება.