15 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასთან არსებული ქართული ლიტერატურის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა გამოჩენილ ქართველ მწერალთან, მეცნიერთან, მთარგმნელთან და საზოგადო მოღვაწესთან - როსტომ ჩხეიძესთან. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა, სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს სტუმრისგან.
2012 წლის 7-11 მაისს საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია შიაულიაის (ლიტვა) უნივერსიტეტის მიწვევით იმყოფებოდა ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულზე, რომელიც მიეძღვნა ევროკავშირის პროექტებს.
2012 წლის 14 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „ახალი ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში" სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტებისათვის სოციოლოგიის სრულმა პროფესორმა კახა ქეცბაიამ ჩაატარა სამეცნიერო სემინარი თემაზე: „ალექსანდრე მენი: თავისუფლება რწმენის ფარგლებში";
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 11 მაისს ჩატარდა ერთიანი სამაგისტრო გამოცდების საცდელი ტესტირება.
2012წლის 4 მაისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის "სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის" ორგანიზებით "უნივერსიადა 2012"_ის ფარგლებში, ჩატარდა ჭადრაკის შიდა ტურნირი. გამარჯვებული სტუდენტებისთვის დაწესებული იყო პრიზები.
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ინიციატივითა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კომუნიკაციების სამსახურის ორგანიზებით, 2012 წლის 1 მაისს სოხუმის უნივერსიტეტს ეწვია ცნობილი ფილოლოგი, საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამაზ კვაჭანტირაძე.








