განათლების ფაკულტეტის წლიური სამეცნიერო კოფერენციები

განათლების ფაკულტეტზე 2011-2012 სასწავლო წლის წლიური სამეცნიერო კონფერენციები გაიმართა. 29 ივნისს ჩატარდა განათლების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო კონფერენცია, რომელსაც სრული პროფესორი ჯემალ ჯინჯიხაძე და ფაკულტეტის დეკანი ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე ხელმძღვანელოდნენ. სხდომის სამეცნიერო თემატიკა განათლების დარგში დღეს არსებულ უაღრესად აქტუალურ პრობლემებსა და კვლევებს მიეძღვნა.

აკადემიური პერსონალის სამეცნიერო კვლევის არეალი თემატური თვალსაზრისით ფართო იყო: პედაგოგიკა, დარგობრივი მეთოდიკა, განათლების ჰუმანისტური ექსპერტიზის პერსპექტივები, სპორტის სოციალური ფუნქციები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა აკადემიური უნარების განვითარების მეთოდოლოგია და სტრატეგიები, ინკლუზიური განათლების რეალობა და პერსპექტივები, დისტანციური სწავლება, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების კომუნიკაციური ტექნოლოგიები, საქართველოს ისტორიის სწავლების ინტერკულტურული ასპექტები, თანამედროვე ტექნოლოგიებით მოსწავლეთა ჩართულობა ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე. მათემატიკური მეტყველების აქტუალური საკითხები დაწყებით სკოლაში, ფიზიკის სასწავლო ტექსტის სტრუქტურის ხარვეზების აღმოფხვრის ხერხები სწავლების საბაზო საფეხურზე და ა.შ. აღნიშნული თემატიკით სამეცნიერო აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ პროფესორები თამარ ჯავახიშვილი, ოთარ ვახანია, ჯემალ ჯინჯიხაძე, რუსუდან ფიფია, ბროლისა წულაია, ლევან ჯინჯიხაძე, თემურ ორმოცაძე, იზო ბუხულეიშვილი, მოწვეული მასწავლებელი მედეა სალია. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ განათლების ფაკულტეტთან არსებული განათლების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები: პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი გულნაზ ხუხუა და პედაგოგიკის დოქტორი ნანა მაისურაძე. გარდა განათლების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი დავით მალაზონია. კონფერენციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ნანა ჯანაშვილმა.

19 ივნისს ჩატარდა მაგისტრანტთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელსაც სრული პროფესორი ჯემალ ჯინჯიხაძე ხელმძღვანელობდა. სწავლების სხვადასხვა საკითხებზე საისტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს მასწავლებლის განათლების (დაწყებითი საფეხური), ინკლუზიური განათლების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა და განათლების ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა ნაზი ჯაჭვაძემ (სასკოლო სწავლების გავლენა ბავშვის თვითშეფასებაზე უმცროს სასკოლო ასაკში), სოფიო ოქრიაშვილმა (კრიტიკული აზროვნების ელემენტების გამომუშავება მოსწავლეებში ქართული ლიტერატურის გაკვეთილებზე მესამე კლასში), სოფიო ფაცაციამ (მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობის განვითარება ქართული ლიტერატურის გაკვეთილებზე მეოთხე კლასში), მარიამ კაპანაძემ (საქართველოში გავრცელებული სამკურნალო მცენარეები და მათი მნიშვნელობა), თამთა აბულაძემ (თანამედროვე მსოფლიო კატაკლიზმები), თეა კვარაცხელიამ (ჰიპერაქტიური ბავშვის მეტყველების კორექციისათვის), ირინე გუდაძემ (წაკითხულის გააზრების სირთულეები დაწყებით კლასებში), თეონა გაბუნიამ (ზიგმუნდ ფროიდი ხელოვნების ფსიქოლოგიის შესახებ), ანი კაპანაძემ (სტოკჰოლმის სინდრომი), ნათია ტაბატაძემ (ძილი და სიზმარი), ნინო ჯიქიამ და მარინა ქავთარაძემ (გენდერული და ასაკობრივი ფაქტორის გავლენა ფრუსტრაციის ტოლერანტობაზე), ნათია გაფრინაშვილმა (აუტისტ ბავშვთა ქცევის ზოგიერთი თავისებურებანი), ელენე ჩუბინიძემ (ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია). მაგისტრანტთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა და თვალსაჩინოებებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია როგორც სტუდენტებში, ა სევე აკადემიურ პერსონალში.

კონფერენციამ საინტერესო დიალოგისა და კამთის სახე მიიღო, განსაკუთრებით სტუდენტთა მხრიდან გამოითქვა ბევრი საინტერესო მოსაზრება სწავლება/ სწავლის, როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე ფორმებსა და მეთოდებზე