ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

 

   

 

 

 

 

16 - 17 მარტი

2017 წლის 16 მარტს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და მათი ხსოვნისთვის აღმართული მემორიალი გვირგვინით შეამკო.

1993 წლის 15-16 მარტს, მოწინაღმდეგემ სოხუმზე, გუმისთის მიდამოებში ფართომასშტაბიანი იერიში განახორციელა. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ეს იერიში ღირსეულად მოიგერია და პოზიციები გაიმაგრა, მაგრამ ამ ბრძოლამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მემორიალურ დაფასთან გმირების პატივსაცემად შეიკრიბნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და სტუქტურების თანამშრომლები და ვეტერანები.

უკვე 24 წელი გავიდა ამ ტრაგედიიდან...... ტრაგედიიდან, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, მაგრამ ჭრილობა არ მოშუშებულა, ტკივილი არ განელებულა და გმირები არ დაგვიწყებია. ნათელი დაადგეს მათ უკვდავ სახელებს...