-
თემები:
გენოციდი; საერთაშორისო დანაშაული; ადამიანის უფლებები და მათი დაცვა
-
მასპინძელი:
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მდებარეობა:
თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186
-
დაწყების თარიღი:
2018-11-29
-
დაწყების დრო:
11:00
-
გაზიარება:
- ამობეჭდვა
Current Problems of Genocide and Human Rights | გენოციდის დანაშაულისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალური პრობლემები
FOR ENGLISH SCROLL DOWN!
ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის, გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის კონვენციის 70-ე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების მიღების მე-20 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
გენოციდის დანაშაულისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალური პრობლემები
თბილისი 2018 წლის 29-30 ნოემბერი
კონფერენციის ორგანიზატორის მისამართი
საქართველო, თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #61
კონფერენციის თემატიკა:
1. გენოციდის და სხვა საერთაშორისო დანაშაულების თეორიისა და პრაქტიკის აქტუალური საკითხები;
2. საერთაშორისო დანაშაულების და ადამიანის უფლებათა სამართლებრივი, სოციალურ-პოლიტიკური, ისტორიული და სხვა ასპექტები.
საორგანიზაციო ჯგუფი:
ზურაბ ხონელიძე - საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი;
ვეფხვია გვარამია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
ზურაბ პაპასქირი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი;
ნინო მაზიაშვილი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
ლევან გერაძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი სტრატეგიული განვითარების საკითხებში;
კახა კვაშილავა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ასისტენტ პროფესორი;
ედიშერ ფუტკარაძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
მეცნიერების და საზოგადოების წარმომადგენლები:
ჯემალ გამახარია - ისტორიის დოქტორი;
ქეთევან ჩიგოგიძე - ფსიქოლოგიის დოქტორი;
ნუგზარ მგალობლიშვილი;
თამაზ ხუბუა;
ზურაბ მებონია;
გოგი მანია;
დავით გახარია
ნაშრომის წარმოდგენის პროცედურა:
ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფორმატით Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით;
წარმოდგენილი ნაშრომი უნდა შეიცავდეს ავტორის, სახელს, გვარს, სამეცნიერო წოდებას, სამეცნიერო ხარისხს, საკონტაქტო მონაცემებს და ელექტრონული ფოსტის მისამართს;
ნაშრომი უნდა შეესაბამებოდეს კონფერენციის თემატიკას;
2018 წლის 1 ოქტომბრამდე წარმოდგენილი უნდა იქნას ნაშრომის სათაური და ანოტაცია 100-130 სიტყვის მოცულობით ინგლისურ ენაზე (ქართულ ენაზე გამომსვლელი მომხსენებლის ასევე ქართულ ენაზეც), მისამართზე: f.law@sou.edu.ge
ნაშრომის მოცულობა შეიძლება იყოს 7 - 15 გვერდი;
საკონფერენციო ნაშრომი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული;
საკონფერენციო ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 25 ნოემბერი. ნაშრომის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნეს მისამართზე: f.law@sou.edu.ge
ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე
ტექნიკური მოთხოვნები ნაშრომის მიმართ:
ანოტაცია და ნაშრომი უნდა შესრულდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე Sylfaen-11 ფონტით, სქოლიო Sylfaen 9 - ფონტით (ჩიკაგოს სტილი). უცხოელი მეცნიერები ანოტაციას და ნაშრომს მხოლოდ ინგლისურ ენაზე წარმოადგენენ (ქართულ ენაზე მათ თარგმნას უზრუნველყოფს კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი); მომხსენებლები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ანოტაციას და ნაშრომს ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოადგენენ;
ანოტაციაში და ნაშრომში სტრიქონებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 1,5;
აბზაცი გამოიყოს Tab-კლავიშით;
ცხრილები და დიაგრამები უნდა შესრულდეს JPEG ფორმატში, ანოტაციის და ნაშრომის ტექსტს უნდა მიეცეს გვერდზე გასწორება, მინდვრები 2,0 მმ; 2,0 მმ; 2,0 მმ.;
ნაშრომში გამოყენებულ სქოლიოებში წყაროების მითითება უნდა განხორციელდეს ორიგინალის ენაზე შემდეგი წესის დაცვით: წიგნის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს წიგნის დასახელება, ავტორი ან ავტორები ან რედაქტორი, გამომცემლობა, ქალაქი, გამოცემის წელი, გვერდი; სტატიის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს სტატიის დასახელება ავტორი ან ავტორები, გამოცემის დასახელება, ნომერი, წელი და გვერდი; ინტერნეტ მასალის შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები, ინფორმაციის/სტატიის დასახელება; სამართლებრივი აქტის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს დასახელება და რეკვიზიტები; სასამართლო პრაქტიკის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს სასამართლოს სახელწოდება, სამართლოს აქტის მიღების თარიღი და საქმის დასახელება (არსებობის შემთხვევაში ნომერი);
კონფერენციის თემატიკასთან შეუსაბამობის შემთხვევაში წარმოდგენილი შრომები არ განიხილება;
წარმოდგენილი ნაშრომები კონფერენციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება ინგლისურ და ქართულ ენებზე. გამოქვეყნებას უზრუნველყოფს კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი;
კონფერენციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მოგვმართეთ f.law@sou.edu.ge
The 70th anniversary of the Universal Declaration of Human Rights, the Prevention and Punishment of the Crime of Genocide, dedicated to the 20th anniversary of the Rome Statute of the International Criminal Court International Scientific Conference
Current Problems of Genocide and Human Rights
Tbilisi November 29-30 2018
Conference Organizing Team Address: Anna Politkovskaya 61, Tbilisi, Georgia
Conference Topics:
Current Problems of Genocide and other International Criminal Theories and Practice;
International Crime and Human Rights, Legal, Social –Political, Historical and other Aspects.
Organizing Team:
Zurab Khonelidze – Leader of the Organizing Team, Rector of Sukhumi State University, Doctor of Political Sciences;
Vepkhvia Gvaramia - Dean of the Faculty of Law at Sokhumi State University, Professor;
Zurab Papaskiri - Head of the Department of the Scientific Research and Development at the Sokhumi State University, Professor;
Nino Maziashvili – Head of the Social and Media Relations at Sokhumi State University
Levan Geradze - Adviser on the problems of Strategic Development of the Rector of Sokhumi State University;
Kakha Kvashilava – Chief Specialist of the Scientific Research and Department of Development at Sokhumi State University, Assistant Professor;
Edisher Phutkaradze – Associated Professor of the Faculty of Law at Sokhumi State University;
Representatives of Society and Scholars:
Jemal Gamakharia - Ph., Doctor in History
Ketevan Chigogidze – Ph., Doctor in Psychology
Nugzar Mgaloblishvili;
Tamaz Khubua;
Zurab Mebonia;
Gogi Mania;
Davit Gakharia.
Work Presentation Procedure:
-The paper should be presented in electronic format as a Microsoft Word document;
Technical requirements for the work:
-Annotation and work should be written in the Georgian and English languages and typed in Sylfaen-11, Scholar Sylfaen 9 - Font (Chicago Style). Foreign scientists’ papers and annotations should be written in English only (The Organizing Team will provide the Georgian translation of the papers). Speakers, who are citizens of Georgia, should write their annotations and papers in the Georgian and English languages;
-The references used in the footnotes of the paper should be made in the original language in the following manner:
In case of books, an author or authors or editor, publisher, city, edition year, page must be indicated;
In case of an article, title of the article, the author or authors, the title of the edition, number of the edition, year and page must be indicated;
In case of the Internet material, the author or the authors, heading of the information / article should be indicated;
In case of using a legal act, the title and the requisites should be indicated;
In case of application of the court practice, the name of the court, the date of receiving the ruling of the court and the name of the case should be indicated, in case of existence of that letter the number of the case should also be indicated;