სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს
წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიუროს მიერ სტაჟირების რეგისტრაციის
დაწყებამდე არაუგვიანეს 2022 წლის 3 ოქტომბრამდე.
სტაჟირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის
სტუდენტებს, რპმლებიც
გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ
(მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის
წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული
შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ „B (81-90%) ძალიან კარგი); აგრეთვე,
იმ პირთა მონაცემები, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით, მათ
მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი და
განაცხადეს თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.
რეგისტრაციისთვის მოგვმართეთ
სტუდენტთა პრაქტიკისა და კარიერის მართვის
სამსახური
უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი
მე-3 სართული, კაბინეტი N 306.
საკონტაქტო პირი
ია ჯიჭონაია 577 17 07 93.