სიახლეები

სამუშაო გუნდის მორიგი შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2023 წლის 23 იანვარს  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა ჟან მონეს მოდულის სამუშაო გუნდის წევრების  ლარისა თაკალანძე (პროექტის მენეჯერი),  ნინო თოფურიძე (სსუ- ადმინისტრაციის ხელმძღვანელი), დავით ზაქარაია (ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე) - შეხვედრა (N4/2023). მათ განიხილეს მოდულის ფარგლებში 2023 წელს განსახორციელებელი სამუშაოები და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული, საგანმანათლებლო და ტექნიკური საკითხები.

შეხვედრაზე ასევე შეჯამებულ იქნა ჩატარებული სამუშაოები და განხორციელებული აქტივობები ჟან მონეს მოდულის ამოქმედების დღიდან (2022 წლის 1 ოქტომბრიდან): შემუშავებულ იქნა ჟან მონეს მოდულის ლოგო და ბანერი. სსუ- ვებ-გვერდის ფარგლებში გაიხსნა პროექტის გვერდი https://www.sou.edu.ge/content/7/78/218/0/0, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრასაქართველო და ევროკავშირი: თანამშრომლობის შესაძლებლობები“, სადაც წარდგენილ იქნა ჟან მონეს მოდულის პრეზენტაცია https://www.sou.edu.ge/news/sainformacio-Sexvedra---saqarTvelo-da-evrokavSiri:-TanamSromlobis-SesaZleblobebi/1100,  მიღებულ იქნა აკადემიური საბჭოს დადგენილება ახალი სასწავლო კურსის იმპლემენტაციის შესახებ. ჟან მონეს მოდულის პრეზენტაცია გაიმართა აგრეთვე ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ღონისძიებაზეწლის საუკეთესო მიღწევაhttps://www.sou.edu.ge/news/Jan-mones-modulis-CSREU-prezentacia-RonisZiebaze-„wlis-saukeTeso-miRweva“/1144.

აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი ჟან მონეს აქტივობებიდან პირველია საქართველოში, რომლის მენეჯერი და აკადემიური ლიდერი არის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების პროფესორი.


 

ფოტო გალერეა