პროფესორ თომას ჰიორენის სტუმრობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2023-02-100 Show
2023 წლის 9 თებერვალს მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი თომას ჰიორენი სტუმრობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტს. გერმანელი პროფესორი შეხვდა სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანს პროფესორ ვეფხვია გვარამიას და ფაკულტეტის სხვა პროფესორებს.
მან დაათვალიერა ფაკულტეტის ინფრასტრუქტურა და ასევე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. გერმანელ კოლეგასთან შეხვედრისას პროფ. ვ. გვარამიამ, პროფ. ე. ფუტკარაძემ და პროფ. თ. ჰიორენმა ისაუბრეს ჩვენი და მიუნსტერის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
გერმანელმა კოლეგამ გამოთქვა მზადყოფნა ჩაუტაროს ლექციები სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის სტუდენტებს როგორც ინგლისურ, ისე გარმანულ ენაზე.
ასევე პროფ. თ. ჰიორნი შეგვპირდა სასწავლო და სამეცნიერო იურიდიული ლიტერატურის განახლებას და ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისათვის გამოგზავნას.