2023 წლის 24 თებერვალს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა ჟან მონეს მოდულის „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის“ ფარგლებში, სადაც განხილულ იქნა ახალი
სასწავლო კურსი „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში“. სამუშაო გუნდის წევრებმა ლარისა თაკალანძემ (პროექტის მენეჯერი), და თეონა ყაჭეიშვილმა (მოწვეული ლექტორი)
განიხილეს ახალი სილაბუსის მიზანი, შინაარსი და სწავლების მეთოდები.
შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი რომეო
გალდავა, ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტი მარინე ხუბუა, ბიზნესისა და სოციალურ
მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინო
ქეცბაია, ასოცირებული პროფესორები მადონა გელაშვილი და ელისო ლანჩავა და სტუდენტები.
შეხვედრაზე ასევე დეტალურად განიხილეს ახალი სილაბუსის შესაბამისობა აკრედიტაციის სტანდარტებთან.