სიახლეები

ახალი სასწავლო კურსი „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში“ ჟან მონეს მოდულის ფარგლებში დაიწყო

2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაიწყო ჟან მონეს მოდულით გათვალისწინებულიკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირშიახალი სასწავლო კურსის სწავლება ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის (50 სააუდიტორიო/საკონტაქტო  საათი, მ.შ. 30 სთ ლექცია, 15 სთ სემინარი, 2 სთ შუალედური გამოცდა, 3 სთ ფინალური გამოცდა). კურსი სავალდებულოა ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებისთვის (თავისუფალი კომპონენტების ხარჯზე) და არჩევითია სხვა ნებისმიერი პროგრამის სტუდენტებისათვის. ლექციებს აღნიშნული პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტის პროფესორი ლარისა თაკალანძე კითხულობს. სემინარებზე (5 სთ) მოწვეულია დოქტორანტი თეონა ყაჭეიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ახალ სასწავლო კურსზე დარეგისტრირდა 223 სტუდენტი (ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული 150 სტუდენტისა) უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა, სამართლისა და დიპლომატიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტებიდან.  სტუდენტთა მთლიანი რაოდენობა დაიყო 2 სალექციო და 5 სასემინარო ჯგუფად. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია  მაქსიმალურად ხელს უწყობს პროექტის იმპლემენტაციას.

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს: ევროკავშირში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (კსპ) არსი, ფორმები, ძირითადი ტენდენციები და პრობლემები; კსპ- ევროკავშირის პოლიტიკა; ჩამოუყალიბოს მათ შედარებითი ანალიზისა  და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას.

ფოტო გალერეა