მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო ჯილდო ევროკავშირის განათლების, აუდიოვიზუალისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოდან (EACEA). თანხმლებ წერილში აღნიშნულია, რომ მისი დანიშნულებაა ევროპული ინტეგრაციის კვლევების ხარისხისა და მიღწევების წარმოჩენა და ევროპული საკითხების შესწავლის საქმეში შეტანილი წვლილის აღიარება; ამასთან, იგი უზრუნველყოფს ჟან მონეს აქტივობების ხილვადობას, საკოორდინაციო ცენტრის სახით, როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ. EACEA ულოცავს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და უსურვებს მას შემდგომ წარმატებებს აღნიშნული მიმართულებით.