სიახლეები

ახალი სახელმძღვანელო “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში”   ERASMUS+ პროგრამის ჟან მონეს მოდულის ფარგლებში (პროექტი N101083295-CSREUERASMUS-JMO-2022-HEI-TCH-RSCH)

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლარისა თაკალანძის მიერ მომზადდა სახელმძღვანელო “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში”  ევროკავშირის ERASMUS+ პროგრამის ჟან მონეს მოდულის “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის“ (101083295-CSREUERASMUS-JMO-2022-HEI-TCH-RSCH) ფარგლებში (DOI: 10.5281/zenodo.10775964). სახელმძღვანელოში კომპლექსურადაა გადმოცემული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ძირითადი თეორიულმეთოდოლოგიური საკითხები, განზოგადებული და გაანალიზებულია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ევროკავშირის გამოცდილება; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ევროკავშირის პოლიტიკას CSR-ის სფეროში, სოციალური პასუხისმგებლობის თავისებურებებს ევროკავშირის ქვეყნებში და საუკეთესო პრაქტიკის ქართულ კომპანიებში ადაპტირებას ჩვენი ქვეყნის რეალობის გათვალისწინებით. სახელმძღვანელო გამიზნულია უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის, პედაგოგებისა და მეცნიერ-მკვლევარებისათვის. იგი საინტერესო იქნება სამეწარმეო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის (CSR მენეჯერებისთვის) და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის. სახელმძღვანელოს ზოგიერთი პარაგრაფის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ჟან მონეს მოდულის “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის“ (101083295-CSREU-ERASMUS-JMO2022-HEI-TCH-RSCH) ფარგლებში გათვალისწინებული საზაფხულო სკოლის მოწვეულმა პროფესორებმა და ექსპერტებმა: 3.1 - ნინა დიდენკო (პროფესორი, შუპიკის ჯანდაცვის ნაციონალური უნივერსიტეტი, უკრაინა), 1.2, 5.1, 5.2 (მდგრადი განვითარება, მწვანე ეკონომიკა), თავი VI - ლელა ხოფერია (CSR ექსპერტი, საქ. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი CSRDG, https://csrgeorgia.com) 8.3 - ხათუნა ჩიკვილაძე (ექსპერტი, საქ. მყარი ნარჩენების მართვის კომპანია) 8.4 - ხატია ბასილაშვილი (ექსპერტი, საბუკო-ბუნების კონსერვაციის საზოგადოება), 9.3 - ჟანეტა სიმანავიჩაინე (პროფესორი, მიკოლას რომერის უნივერსიტეტი, ლიეტუვა), 13.1- გვანცა ფაცაცია (CSR ექსპერტი, CSRDG).

იხ.: სახელმძღვანელო

Zenodo Link

ფოტო გალერეა